აქცია ხელვაჩაურში

27 იანვარი 2022, 19:37 908 ნახვა

აქცია გამართეს ხელვაჩაურის სოფელ ზანაქიძეებში. მოსახლეობა სამარშრუტო ხაზის აღდგენას და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს. მათი თქმით, წლების წინ არსებული ხაზი 2 წელზე მეტია ადგილობრივმა და ქალაქის მერიამ ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე გაუქმა განტვირთვის მიზნით,რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა.აქციაზე მოსახლეობასთან ერთად  ნაციონალური მოძრაობის წევრები იმყოფებოდნენ. ხელვაცაურის მერიაში პრობლემის შესახებ იციან და ამბობენ, რომ მათ მოსაგვარებლად  ქალაქის მერიასთან ერთად პარალელურად სატრანსპორტო კომპანიებთან მიმდინარეობს შეხვედრები.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში