დღეს დავით ქირია One Championship-ის ნახევარფინალში იბრძოლებს

28 იანვარი 2022, 12:13 490 ნახვა

დღეს ქართველი კიკბოქსიორი დავით ქირია One Championship-ის გრანპრის ნახევარფინალში ტაილანდელ სიტიჩაი სიტსონგპინონგს დაუპირისპირდება.

ქირიამ მეოთხედფინალში გერმანელი ენრიკო კელი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

33 წლის ქართველ სპორტსმენს One Championship-ის გარდა კიკბოქსინგში არსებული ყველა დიდი ორგანიზაციის ჩემპიონის ქამარი აქვს მოპოვებული.

დღევანდელი შეხვედრები 14:30 საათზე დაიწყება. დავითის ორთაბრძოლა კი ღონისძიების მთავარი დაპირებაა და ბოლოს გაიმართება.

პირდაპირი რეპორტაჟი: https://youtu.be/UMjHeO98FW0
ტურნირის გამარჯვებული 1 000 000 დოლარს მიიღებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში