კიევის მეტროში დივერსანტი დააკავეს, რომელიც სათამაშოში საბრძოლო მასალას მალავდა 

02 მარტი 2022, 15:59 1077 ნახვა

უკრაინის ნაციონალური პოლიციის ინფორმაციით, კიევის ერთ-ერთ მეტროსადგურში 5 დივერსანტი დააკავეს. 

ისინი ცდილობდნენ, ტყვიები სათამაშოებში დაემალათ.

„დედაქალაქის ერთ-ერთ მეტროსადგურში, უკრაინის ეროვნული პოლიციის კრიმინალური დეპარტამენტის ოპერატიულმა სამსახურმა გამოავლინა მამაკაცები, რომლებიც საეჭვოდ იქცეოდნენ. ნივთების საფუძვლიანი ჩხრეკისას, პოლიციამ ერთ-ერთი დივერსანტის სათამაშო აღმოაჩინა, რომელშიც საბრძოლო მასალა იყო დამალული. საბრძოლო მასალა თან ჰქონდა მის თანამებრძოლს, ბელორუსის მოქალაქესაც.

იმავე სადგურზე ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა გამოავლინეს დივერსანტი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების პოზიციებს მესიჯების საშუალებით უგზავნიდა მტერს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ეტაპზე მეტროსადგურებს თავშესაფრებად იყენებენ. იქ 24 საათის მანძილზე მუშაობს პოლიცია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში