ბათუმის სარაგბო კლუბმა მორიგი მატჩი მოიგო

04 მარტი 2022, 19:23 1052 ნახვა

ბათუმის სარაგბო კლუბმა დიდი 10-ის მორიგი ტურის მატჩი მოიგო. მე-12 ტურში ბათუმელებმა რუსთავის "ხარები" მიიღეს და 33-13 დაამარცხეს.

"ბათუმის" მხრიდან ორ-ორი ლელო ძნელაძემ და ირემაძემ დადო, ხოლო ერთი ლელო ბუჯიაშვილის ანგარიშზეა. მამუკა ნინიძემ კი 4 გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

12 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ შავიზღვისპირელები 53 ქულით გათამაშების ერთპიროვნული ლიდერები არიან.

12 მარტს "ბათუმი" გასვლაზე თბილისის "ლოკომოტივს" ესტუმრება. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში