ბასილაშვილი შემდეგ ეტაპზე უბრძოლველად გავიდა

13 მარტი 2022, 12:27 755 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის 1000 ქულიანი ტურნირის მეთექვსმეტედფინალში უბრძოლველად გავიდა.

ქართველის  მეტოქე იტალიელი  ფაბიო ფონინი მატჩზე ტრამვის გამო არ გამოცხადდა და მესამე ეტაპზე ბასილაშვილი აგრძელებს ასპარეზობას.

ნიკოლოზის შემდეგი მეტოქე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი მსოფლიო 12-ე ჩოგანი კამერონ ნორი იქნება. 

მატჩი 14 მარტს 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ინდიან უელსის ფინალში სოწრედ ბასილაშვილი და ნორი შეხვდნენ ერთმანეთს. ბრიტანელმა ტიტული სამ სეტში ანგარიშით 3-6 , 6-4,6-1 მოიგო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში