ქობულეთის "შუქურა" მოგებებს აგრძელებს

14 მარტი 2022, 16:51 1226 ნახვა

ქობულეთის "შუქურამ" ეროვნულ ლიგა ორში მესამე შეხვედრა მოიგო.

ლიგა ორის მესამე ტურში "შუქურა" გავსლზე სამტრედიაში ადგილობრივ კლუბს ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 0-1 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე პენალტიდან ლევან  ინგოროყვამ გაიტანა.

სამი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ქობულეთლებს ას პროცენტიანი შედეგი აქვთ და ეროვნული ლიგა ორის ცხრილს 9 ქულით სათავეში დგანან.

შემდეგ შეხვედრას გოცირიძის გაწვრთნილი გუნდი 19 მარტს გასვლაზე რუსთავის "რუსთავთან" ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში