ჰააგის ტრიბუნალის პროკურორმა რუსეთს ოფიციალური წერილით მიმართა

17 მარტი 2022, 10:02 831 ნახვა

ომის სავარაუდო დანაშაულის გამოძიების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი რუსეთს. პროკურორი იმყოფებოდა უკრაინაში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ  და გენერალურ პროკურორ  შეხვდა.   

დისტანციურად ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის. კარიმ ხანი იმყოფებოდა პოლონეთშიც, სადაც ინფორმაცია მიიღო უკრაინელი ლტოლვილებისგან,   შეხვედრების შემდეგ კი  გუშინ  გამოაქვეყნა განცხადება. კარიმ ხანი წერს, რომ სურს კიდევ ერთხელ მკაფიო სიგნალი გაუგზავნოს ყველას, ვინც საომარ მოქმედებებში მონაწილეობს, რომ სამოქალაქო ობიექტებსა და მოსახლეობაზე მიზანმიმართული თავდასხმები დანაშაულია.

პროკურორი საომარი მოქმედებების მონაწილეებს მიმართავს, რომ სამხედრო ფორმა და ხელში აღებული იარაღი მათ არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და პირიქით, აკისრებს დამატებით იურიდიულ ვალდებულებებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში