რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემთა ბაზაში შევაღწიეთ - Anonymous

24 მარტი 2022, 10:47 863 ნახვა

Anonymous-მა განაცხადა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემთა ბაზაში შეაღწია - ამის სახებ ჰაკერთა ჯგუფმა ტვიტერში დაწერა.  48 საათის განმავლობაში საჯაროდ გამოაქვეყნებენ 35 000-ზე მეტ ფაილს, მათ შორის საიდუმლო ხელშეკრულებებს. 

ასევე Anonymous-მა კიდევ ერთხელ მიმართა უცხოურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთში მუშაობას განაგრძობენ, დატოვონ რუსული ბაზარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰაკერთა ჯგუფი ამ კომპანიებს კიბერთავდასხმით ემუქრება.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ჰაკერთა ჯგუფმა  გატეხეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი და გაავრცელეს საოკუპაციო დეპარტამენტის თანამშრომლების პირადი მონაცემები.

გატეხეს კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებების საიტები. 26 თებერვალს  სახელმწიფო ტელეარხებზე უკრაინული მუსიკა გაისმა.

ჰაკერებმა ასევე შეაღწიეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის ვებგვერდზე, რომლის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს პუტინს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში