უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომრებს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

26 მარტი 2022, 11:59 775 ნახვა

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომრებს სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ. დავით რატიანს ქაშუეთიდან, გიორგი ბერიაშვილს კი მარიამ ეგვიპტელის სახელობის ეკლესიიდან გამოასვენებენ.

გიორგი ბერიაშვილი და დავით რატიანი ოკუპანტების მიერ ჩამოგდებულ რაკეტას ირპენში ემსხვერპლნენ. ისინი ომში უცხოელ მოხალისეთა რაზმის წევრები იყვნენ.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაღუპულ ქართველს ბახვა ჩიქობავას მისი გადმოსვენება მარიუპოლიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში