როგორ წარიმართება საარჩევნო პროცედურები

02 აპრილი 2022, 08:48 970 ნახვა

რუსთავსა და გარდაბანში, პარლამენტის მაჟირტარის ასარჩევად ხმის მიცემა, 139 989 მოქალაქეს შეუძლია, ხოლო ბათუმში - 20 635-ს.

პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 2 საარჩევნო სუბიექტი.

საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ.

20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები.

მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე: results.cec.gov.ge.

ამასთან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით.

ტრანსლაცია 360-გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში