შეხვედრა ხალხთან ქედაში

15 აპრილი 2022, 18:19 697 ნახვა

სოფელ  დოლოგანში მცხოვრებმა ვალიკო ბაჯელიძემ თავის თანასოფლელებთან ერთად მთავრობის წარმომადგენლებისგან მეფუტკრეობის დარგის განვითარება მოითხოვა. მეფუტკრეს რეალიზაციის პრობლემა პანდემიის შემდეგ შეექმნა. პრობლემები და გამოწვევები მოსახლეობამ დღეს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან განიხილა. ისაუბრეს სასათბურე მეურნეობებზეც, რომელზეც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილისგან, კონსულტაციები მიიღეს. კითხვები დაისვა მეწყერსაშიშ ზონებთან და წყლის ავზებთან დაკავშირებითაც.  ქედის მერის თქმით, ახალი ავზების მოსაწყობად სოფელში მალე  საპროექტო სამუშაოები განხორციელდება. მოსახლეობის მიერ დასმული გარკვეული საკითხები ადგილზე გადაიჭრა. ანალოგიური შეხვედრა დღეს სოფელ მახუნცეთშიც ჩატარდა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში