რუსეთი მიზანს ვერ აღწევს

19 აპრილი 2022, 17:31 1026 ნახვა

როგორც იცით, აზოვსტალში მყოფ მებრძოლებს დანებებისთვის რუსეთი 2 საათს აძლევდა, მაგრამ როგოც მოსალოდნელი იყო აზოვის გმირი დამცველებისგან უარი მიიღო. რუსეთი თავის ულტიმატუმში სიცოცხლის შენარჩუნებას ჰპირდებოდა ყველას, თუმცა, როგორც აქამდე, ახლაც აზოვისა და მარიუპოლის დაცემას, მანამდე კი იყო შეტევა აზოვსტალის მიმართულებით აზოვსტალის ქარხანაში უკრაინელი მებრძოლები არიან გამაგრებულები, ქარხანაში სამოქალაქო პირებიც არიან, მათ შორის ქალები და ბავშვები. რუსულმა არმიამ ვერ შეძლო მარიუპოლის დამცველების  განადგურება. ბატალიონის მეთაურმა დღეს მსოფლიო ლიდერებს  მიმართა და  აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში მყოფებზე მოუყვა, რომელთაც ეწურებათ წყლისა და საკვების მარაგი. ტელეგრამის არხით გავრცელდა ახალი მძიმე კადრები,  მეტალურგიული ქარხნის სარდაფიდან. გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ პოლოგზე ოკუპანტების მხრიდან მიმდინარეობს მასიური შეტევა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში