უკრაინაში გზებზე არსებული საფრთხის გამო დღეს ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება - ირინა ვერეშჩუკი

22 აპრილი 2022, 12:02 753 ნახვა

უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, დღეს უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

ირინა ვერეშჩუკის თქმით, მიზეზი საბრძოლო მოქმედებების ზონაში არსებულ რთულ მდგომარეობაა.

„გზებზე უსაფრთხოება დაცული არ არის, ამიტომ დღეს ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება. მე მივმართავ ყველას, ვინც ელოდება ევაკუაციას. გამაგრდით, მოთმინება მოიკრიბეთ!“ – განაცხადა ვიცე-პრემიერი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში