უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

23 აპრილი 2022, 11:57 689 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს კიევში ბრიტანეთის საელჩოს მუშაობის განახლებისთვის და განაცხადა, რომ უკვე 21-მა სახელმწიფომ განაახლა საკუთარი საელჩოს მუშაობა უკრაინის დედაქალაქში.

ამასთან, ზელენსკის თქმით, უკვე 184 დასახლებული პუნქტის განაღმვა მოხერხდა, ასევე ყოველდღიურად 100 ახალ დეოკუპირებულ დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს სამედიცინო და საგანმანათლებლო მომსახურების აღდგენა.

გარდა ამისა, ყველა ერს მათთან ერთად ბრძოლისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, უკრაინა მხოლოდ დასაწყისია და რუსეთი სხვა ქვეყნების ხელში ჩაგდებასაც ისახავს მიზნად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში