რუსმა ოკუპანტებმა ბოლო 24 საათში უკრაინაზე შეტევა გააძლიერეს - ბრიტანეთის დაზვერვა

23 აპრილი 2022, 11:57 862 ნახვა

რუსული ძალები წინ სვლას ვერ ახერხებენ.  გაზრდილი აქტივობის მიუხედავად, რუსულ ძალებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვანი მიღწევები არ ჰქონიათ, რადგან უკრაინული ძალების კონტრშეტევები კვლავ აფერხებს მათ ძალისხმევას, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო და საზღვაო ძალებს „არ დაუმყარებიათ კონტროლი არც ერთ ტერიტორიაზე, უკრაინის საჰაერო და საზღვაო თავდაცვის ეფექტურობის გამო, რაც ამცირებს მათ შესაძლებლობას მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევაში“.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, მძიმე ბრძოლა გრძელდება მარიუპოლშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში