ოკუპანტებმა უკრაინაზე საჰაერო თავდასხმები განაახლეს

23 აპრილი 2022, 17:16 774 ნახვა

მათ ვინც უკრაიანაში მიმდინარე ომს თავი დააღწია აღდგომის აღნიშვნა სხვადასხვა ქვეყანაში მოუწევს. მხოლოდ პოლონეთს თავი 3 მილიონამდე უკრაინელმა შეაფარა.

მტრის შესაძლო პროვოკაციების გამო, აღდგომის ღამეს ლვოვის რაიონში და ლვოვში კომენდანტის საათი გამოცხადდება, ღვთისმსახურება კი დილის საათებში შესრულდება.  ბოლო ინფორმაციით სარაკეტო დარტყმა განხორციელდა  ოდესაზე- დაზიანებული ინფრასტრუქტურა, თუმცა სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაზეც განაახლეს იერიშები  - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ავრცელებს.

მისი თქმით, ქალაქის დამცველები ძალიან მძიმე სიტუაციის მიუხედავად, თავის პოზიციებს ინარჩუნებენ. უკრაინული მხარის განცხადებით, მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინელი ჯარისკაცია, მათ შორის 500-მდე დაჭრილი. რუსეთს უკრაინის არცერთ დიდ ქალაქზე კონტროლი არ დაუმყარებია. ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

მიუხედავად გაზრდილი სამხედრო აქტივობისა ქვეყნის აღმოსავლეთით, უკრაინული ძალები დონბასის რეგიონში ოკუპანტებს იგერიებენ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის განმარტებით, უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონის ოლქში გაანადგურეს სამეთაურო პუნქტი. ირინა ვერეშუკი მარიუპოლში  მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტები შესაძლოა უკრაინელების პარალელურად ცდილობდნენ საკუთარი დერეფნის მოწყობას რუსეთში ევაკუაციისთვის.

რუსული ძალები ლუგანსკის დასახლებებსაც ინტენსიურად ბომბავენ. მათ ე.წ.სამხედრო ოპერაციის მეორე ფაზის ფარგლებში, დონბასის რეგიონის დაკავება აქვთ განზრახული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში