ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი

30 აპრილი 2022, 17:44 1115 ნახვა

სოფიაში ძიუდოში  ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.  ტატო გრიგალაშვილი კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში უკრაინელ სერგი კრივჩაჩს  შეხვდა და დამატებით დროში დაამარცხა. ქართველი ოქროს მედლისთვის მატიას კასეს შეხვდება. ლაშა შავდათუაშვილი კი  მერვედფინალში იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან დამატებით დროში დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც გუშინ ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში