ბათუმის ქალთა გუნდმა " ბახტრიონი" 8-0 დაამარცხა

20 მაისი 2022, 20:35 382 ნახვა

ბათუმის ქალთა გუნდმა საქართველოს ეროვნული ლიგა ორის გათამაშებაში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.

ლიგა 2-ის მეორე ტურში "ბათუმმა" შინ "ბახტრიონი" მიიღო და დიდი ანგარიშით 8-0 დაამარცხა.

ბათუმელთა მხრიდან 4 გოლი არჩვაძემ გაიტანა, დუბლი დიასამიძის ანგარიშზეა, ხოლო თითო გოლით თავი ხავთასმა და ბოლქვაძემ გამოიჩინეს.

ორი ტურის თავზე "ბათუმი" ლიგა 2-ის გათამაშებას 6 ქულით ლიდერობს.

მესამე ტურში შავიზღვისპირელები 27 მაისს გასვლაზე "ივერიას" ესტუმრებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში