ბათუმის სარაგბო კლუბი ფინალში გავიდა

21 მაისი 2022, 17:30 358 ნახვა

ბათუმის სარაგბო კლუბი ფინალში გავიდა. გუნდმა მეტოქე ''ყოჩები'' ანგარიშით 16:7 დაამარცხა. 

ბათუმმა ბოლო ტურში დიდი 10-ის მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის „აია“ 59:0 დაამარცხა და რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა.

ბათუმელებმა გასულ სეზონში 18 მატჩიდან 17 მოიგეს და მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს დღევანდელ მეტოქესთან ''ყოჩებთან''.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში