''დინამო'' თბილისის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი იქნება

19 ივნისი 2022, 20:31 325 ნახვა

''დინამო'' თბილისს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს, თბილისურ კლუბს გიორგი ჭიაბრიშვილი უხელმძღვანელებს.

მხარეებს შორის კონტრაქტი 2,5 წლით ვადით გაფორმდა. მასთან ერთად გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გიორგი დეკანოსიძე იმუშავებს.

გიორგი ჭიაბრიშვილის ბოლო კლუბი თბილისის ''ლოკომოტივი'' იყო, სადაც 2020-21 წლებში მუშაობდა და კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა.

"ლოკომოტივის'' გარდა ქართველი სპეციალისტი სხვადასხვა დროს თბილისის ''საბურთალოს'' და ''ზესტაფონის'' მთავარი მწვრთნელი იყო.

"დინამო'' თბილისმა 18 ივნისს მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ''დინამო'' თბილისი 53 წლის სპეციალისტთან ერთად, მისმა ასისტენტებმა.

ეროვნულ ჩემპიონატში 17 ტურის შემდეგ დედაქალაქელები 32 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფებიან.
შემდეგი შეხვედრა კი ხვალ 20 ივნისს შინ ''გაგასთან'' ელოდებათ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში