პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კატარში

21 ივნისი 2022, 14:31 564 ნახვა

კატარში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი კატარის ემირს  შეხვდა.  მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობა განიხილეს,  მზაობა გამოთქვეს ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრსაც შეხვდა. საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ქვეყნის ფინანსურ ცენტრად  გადაქცევის პერსპექტივები და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები განიხილეს შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეხვედრაზე მზადყოფნა გამოითქვა სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის განვითარებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში