ქართველი ჩოგბურთელები „დევისის თასზე“

26 ივნისი 2022, 14:12 822 ნახვა

საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა დევისის თასის ევროპული ზონის მესამე ჯგუფში ასპარეზობა წარმატებით დაასრულა და პირველი ადგილი დაიკავა.

ტურნირის პირველ ტურში ქართველებმა სომხეთი დაამარცხეს, მეორე ტურში ლიხტენშტეინს სძლიეს, მესამე ტურში კი კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მოპოვებული გამარჯვებით პლეი-ოფის საგზური გაინაღდეს.

მეოთხე შეხვედრაში საქართველომ ლუქსემბურგს 2:0 მოუგო და ჯგუფური ეტაპიც პირველ ადგილზე დაასრულა.

დევისის თასზე საქართველოს ნაკრები ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე ასპარეზობს.

ჩვენი ქვეყნის ღირსებას სანდრო მეტრეველი, საბა ფურცელაძე, ალექსანდრე ბაკში, ზურა ტყემალაძე და დავით კვერნაძე იცავენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში