რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს - არის მსხვერპლი

27 ივნისი 2022, 19:17 277 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, არის მსხვერპლი. 

ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრს რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. აფეთქებას მსხვერპლის მოჰყვა, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, ასევე არიან დაშავებულები.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, დაბომბვის დროს სავაჭრო ცენტრში 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

"ოკუპანტებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს სავაჭრო ცენტრზე, სადაც ალბათ 1000 ადამიანი იმყოფებოდა. ცენტრი იწვის, მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მსხვერპლის რიცხვის წარმოდგენაც კი რთულია. არანაირი სტრატეგიული ღირებულება. ხალხის მცდელობა რომ ნორმალურად იცხოვრონ, ასე აღიზიანებთ ოკუპანტებს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში