ბათუმის ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა დასრულდა - თორნიკე რიჟვაძე

28 ივნისი 2022, 13:36 993 ნახვა

ბათუმის ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა დასრულა, რაც ერთხელ და სამუდამოდ, მომავალში გამორიცხავს ნებისმიერი სახის ჩარევას ბულვარის განვითარებაში. ბათუმის ბულვარს პირველად, არსებობის ისტორიაში, ექნება გენერალური გეგმა - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, დოკუმენტი ემსახურება ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნებას და აღდგენას მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე, ძველი ბულვარის კონსერვაციას, სარეკრეაციო, თემატური სივრცეების, სანაპირო ზოლის, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მოწესრიგებას.

"მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტრომ და ბულვარმა დაასრულა მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმაზე. მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ახლა ჯერი ბათუმის მუნიციპალიტეტზეა, საკრებულოზე. მინდა ვთხოვო, რომ უახლოეს პერიოდში დამტკიცდეს ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა, კონსერვაცია, რაც ერთხელ და სამუდამოდ მომავალში გამორიცხავს ნებისმიერი სახის ჩარევას ბულვარის განვითარებაში და ეს საქმე უნდა იქნას ბოლომდე მიყვანილი“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში