თანამედროვე ქართული კინო

09 თებერვალი 2023, 15:28 566 ნახვა

თანამედროვე ქართული კინო

ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ კინოზე, მაგრამ ჩვენს მიერ გაშუქებული ამბების უდიდესი ხვედრითი წილი ჰოლივუდზე და მის პროდუქციაზე მოდის. დიდი სიამოვნებით მოგიყვებოდით ასეთივე სიხშირით ქართულ კინოსამყაროში მიმდინარე მოვლენებზე. მაგრამ ჩვენთან ეს ლოკომოტივი სამწუხაროდ ძალიან ნელი სვლით მიდის. თუმცა მაინც მიდის. ჰოდა, მოდით ახალ ქართულ ფილმებზე გიამბობთ, რომელთა ნაწილიც დარწმუნებული ვარ ბევრმა იცის. ნაწილი კი შესაძლოა ახლა გაიგოთ. ან სულაც გაგახსენდეთ რომ ასეთი კარგი ფილმები გვაქვს და ხელმეორედ ნახოთ კიდეც.