ბათუმის ბულვარი ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზეა წარდგენილი

26 ივლისი 2022, 11:43 1284 ნახვა

წელს ბათუმთან ერთად „ვორლდ თრაველ ევორდსის“ პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმის ბულვარია წარდგენილი. ქალაქი მეოთხედ ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ბულვარისთვის, ისევე როგორც ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს  8 აგვისტომდე ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეუძლია.

გამარჯვებული 1 ოქტომბერს, ესპანეთში მალიორკას კუნძულზე გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში