ქობულეთის, სოფელ სკურას საჯარო სკოლაში ქურდობა მოხდა. წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა.
სამართალდამცავებმა ამოიღეს კამერების ჩანაწერები და გამოკითხეს სკოლის ადმინისტრაცია.
მომხდარის გამო საგაკვეთილო პროცესი არ შეფერხებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
