შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმში

11 აგვისტო 2022, 11:37 885 ნახვა

შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმში. მერიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შინდისის გმირების ხეივანში არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

სკვერში დღეს შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების უკვდავსაყოფად სიმბოლურად 17 ხე დარგეს.

17 მებრძოლი 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან ოკუპანტების წინააღმდეგ უთანასწორო  ბრძოლაში დაიღუპა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში