ბათუმში, ავიცენა ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, კონფერენცია „Batumi Valve 2025“ გაიმართა. ღონისძიებაზე გულის სარქვლოვანი პათოლოგიების თანამედროვე მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. კონფერენციაში საქართველოსა და უცხოეთის წამყვანი ინტერვენციული კარდიოლოგები, კარდიოქირურგები და რადიოექოსკოპისტები მონაწილეობდნენ. ექსპერტებმა პაციენტთა მართვის უახლესი მეთოდები, ინოვაციური ტექნოლოგიები თანამედროვე მიდგომები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიტრალურ და აორტალურ სარქვლებზე ჩატარებულ მინიმალურად ინვაზიურ ჩარევებს.
