უკრაინაში საომარი მდგომარეობა 21 ნოემბრამდე გახანგრძლივდა

15 აგვისტო 2022, 18:24 732 ნახვა

უკრაინაში საომარი მდგომარეობა 21 ნოემბრამდე გახანგრძლივდა, უმაღლესმა რადამ პრეზიდენტის შეთავაზებულ კანონს მხარი დაუჭირა. რომლის  მიხედვითაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზება კიდევ 90 დღით გახანგრძლივდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნული კანონი რადას 12 აგვისტოს წარუდგინა. თავდაპირველად საომარი მდგომარეობა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა. გარდა ამისა, რუსეთი აგრძელებს იერიშებს უკრაინის ქალაქებზე, ხარკოვის ოლქი ოკუპანტმა „გრადის“ ტიპის უმართავი რაკეტებით დაბომბა. დაშავდა 7 ადამიანი. გვიან ღამით კი დაიბომბა მიკოლაევისა და დონეცკის ოლქები, რის შედეგადაც დაზიანდა სასწავლო დაწესებულება. დონეცკის ოლქში გასული დღე ღამის განმავლობაში თავდასხმებს 3 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი