ამერიკის ახალი სტრატეგიის თანახმად ნატოს გაფართოება აღარ არის პრიორიტეტული

05 დეკემბერი 2025, 19:50 113 ნახვა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში ევროპაში აშშ-ის პრიორიტეტებს შორის დასახელებულია „ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმის დასრულება“.

დოკუმენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპაში აშშ-ის ფართო პოლიტიკის პრიორიტეტები უნდა იყოს: ევროპაში სტაბილურობის პირობების და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენა; ევროპისთვის ფეხზე დგომის და შეთანხმებული სუვერენული ერების ჯგუფის სახით ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათ შორის საკუთარ თავდაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობის აღებით, რომელიმე მოწინააღმდეგე ძალის დომინირების გარეშე; ევროპის ქვეყნებში ევროპის ამჟამინდელი ტრაექტორიის მიმართ წინააღმდეგობის გაღვივება; ევროპული ბაზრების გახსნა აშშ-ის საქონლისა და მომსახურებისთვის და აშშ-ის მუშახელისა და ბიზნესისადმი სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში