მასშტაბური ხანძარი ალჟირში - არის მსხვერპლი

18 აგვისტო 2022, 17:22 560 ნახვა

სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა ალჟირში ტყის ხანძარს. ხანძარი მთიან რაიონებში გაჩნდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 24 ადამიანი ელ ტარფთან დაიღუპა, ხანძარმა დედა-შვილის სიცოცხლეც იმსხვერპლა. ყველაზე დაზარალებული კერაც ამ დრომდე ელ ტარფია, სადაც ხანძრის 16 კერა ფიქსირდება. ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეები ვერტმფრენების მხარდაჭერით ცდილობენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში