რა იწვევს საცობს ბათუმში?- ენმ-ის ბრიფინგი

19 აგვისტო 2022, 11:10 2745 ნახვა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ქალაქის შემოსასვლელში  არსებულ საცობს აპროტესტებენ. მათივე განცხადებით, მოძრაობის შეფერხებას თამარის დასახლებაში არსებული ხიდი ქმნის, რომლის მშენებლობაზე 2 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, თუმცა პროექტი არ აკმაყოფილებს საგზაო ინფრასტრუქტურის სტანდარტს, რის გამოც იქმნება ქაოსური ვითარება. 

რეზო ხარაზმა განცხადება დღეს ხიდთან გააკეთა. 

საქართველოს გზების დეპარტამენტში აბსურდულს უწოდებენ “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას და ამბობენ, რომ ხიდი სრულად აკმაყოფილებს საგზაო ინფრასტრუქტურის სტანდარტს.

უწყებაში განაცხადეს, რომ საცობებს სეზონთან დაკავშირებული  მგზავრთა ნაკადი ქმნის.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში