აშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

19 აგვისტო 2022, 14:19 456 ნახვა

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება გრძელდება, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ქვეყნისთვის დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, შესაძლოა ბაიდენმა გადაწყვეტილება დღეს გააჟღეროს და გამოიყენოს სპეციალური უფლება, რომელიც პრეზიდენტს შტატების მარაგებიდან ჭარბი იარაღის გატანის ნებართვას აძლევს.

თეთრ სახლს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შტატებმა ქვეყანას მილიარდობით დოლარის დახმარება გაუგზავნა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში