ერდოღანმა პუტინი და ზელენსკი თურქეთში შეხვედრაზე მიიწვია

19 აგვისტო 2022, 17:39 315 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის თურქეთში გამართვა შესთავაზა, - ინფორმაციას თურქული გამოცემა ავრცელებს. „მე განვაცხადე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ომის დიპლომატიური და მოლაპარაკებების გზით დასრულებაში წვლილის შეტანას. სწორედ ისე, როგორც სოჭში ვიზიტის დროს პუტინს ვუთხარი. ზელენსკის შევახსენე, რომ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ მათ შორის შეხვედრას“, - განაცხადა ერდოღანმა. გუშინ უკრაინის ქალაქ ლვოვში თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების და გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის შეხვედრა გაიმართა.საუბრის მთავარი თემა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე უსაფრთოხების შენარჩუნება და უკრაინული ხორბლისთვის მწვანე დერეფნის შექმნა იყო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში