ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრები პრაღაში

31 აგვისტო 2022, 14:42 510 ნახვა

შეუზღუდავს თუ არა ევროკავშირი რუს ტურისტებს შენგენის ვიზის აღების შესაძლებლობას, ამაზე  პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

ცნობილია, რომ ამ თემის ირგვლივ აზრი ორად არის გაყოფილი. მაგალითად, საფრანგეთი და გერმანია, ევროკავშირში რუსებისთვის ვიზების გაცემის სრულ აკრძალვას არ ეთანხმებიან. 

აქედან გამომდინარე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ ჩეხეთმა კომპრომისული ვარიანტი შეიმუშავა. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ევროპაში მოგზაურობა სურთ, ვიზის ასაღებად სტანდარტულზე მეტი დრო და დამატებითი თანხის გადახდა დასჭირდებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში