უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ - კელოგი

08 დეკემბერი 2025, 08:04 129 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, უკრაინის საკითხებში მრჩეველმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმება „ძალიან ახლოსაა“ და მხოლოდ ორი მთავარი საკითხის გადაწყვეტაზეა დამოკიდებული, თუმცა კრემლი ამბობს, რომ აშშ-ის ზოგიერთ წინადადებაში რადიკალური ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

კიტ კელოგმა, რომელიც იანვარში უნდა გადადგეს, რეიგანის ეროვნული თავდაცვის ფორუმზე გამოსვლისას  განაცხადა, რომ კონფლიქტის მოგვარების მცდელობები ბოლო ეტაპზეა, რაც, მისივე თქმით, ყოველთვის ყველაზე რთულია. კელოგის თქმით, ორი მთავარი გადაუჭრელი საკითხი ტერიტორიას ეხებოდა - ძირითადად დონბასის მომავალს - და უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომავალს, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდია და რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

„თუ ამ ორ საკითხს მოვაგვარებთ, ვფიქრობ, დანარჩენი საქმეები საკმაოდ კარგად გამოვა“, - განაცხადა კელოგმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში