სომხეთში მთავრობის გადადგომას ითხოვენ

15 სექტემბერი 2022, 12:01 272 ნახვა

სომხეთის პარლამენტის ორი ფრაქცია პრემიერ ფაშინიანის იმპიჩმენტს იწყებს. მძიმე ღამის და მრავალსაათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ ახლა ერევნის ცენტრში ხალხი თავიდან იკრიბება.ოპოზიცია ფაშინიანს სომხეთის ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშულებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღის დათმობის თაობაზე დოკუმენტს აწერდა ხელს, თუმცა ფაშინიანმა განაცხადა, რომ არცერთი დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი და არც მზადდება. თქვა რომ ეს არის საინფორმაციო დივერსია. სომხეთის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ მედიის ნაწილი ფაშინიანის განცხადებების დამახინჯებაში დაადანაშაულა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში