„დიდი შვიდეული“ უკრაინაში მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმებს გმობს

24 სექტემბერი 2022, 17:01 475 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.დოკუმენტის თანახმად, იგივე სასჯელია გათვალისწინებული საომარი მოქმედებების დროს ხელქვეითის მიერ უფროსის ბრძანების შეუსრულებლობისთვის.

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ რეფერენდუმს დიდი შვიდეულის ქვეყნები გმობენ და განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებები არღვევს გაეროს წესდებასა და საერთაშორისო სამართალს. ე.წ რეფერენდუმს კი ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

დიდი შვიდეულის ქვეყნები სხვა ქვეყნებს ე.წ რეფერენდუმის არ აღიარებისკენ მოუწოდებენ და  აღნიშნავენ, რომ მზად არიან დააკისრონ შემდგომი ეკონომიკური სანქციები რუსეთსა და კერძო პირებსა თუ სუბიექტებს. თავის მხრივ ყალბს უწოდებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ჯო ბაიდენის განცხადებით შტატები  ე.წ რეფერენდუმს არასდროს აღიარებს და ის ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ არის მიმართული.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი