ომში მონაწილეობაზე უარის თქმა ან დეზერტირობა 10 წლიანი პატიმრობით დაისჯება - პუტინის ახალი გადაწყვეტილება 

24 სექტემბერი 2022, 17:40 769 ნახვა

რუსეთის ქალაქებში ქვეყნის აღმოსავლეთით  დღეიდან  დაიწყო საპროტესტო აქციების ახალი ტალღა დაიწყო, რომელიც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგოდ იმართება. დღევანდელი მონაცემებით 8 ქალაქში კიდევ 100 ადამიანი დააკავეს. მედიის ინფორმაციით ყველაზე მეტი დაკავებული ამ დროისთვის ნოვოსიბირსკშია.

21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.  საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით მობილიზაციის ფარგლებში დაახლოებით 300 000 რეზერვისტს გამოიძახებდნენ, თუმცა რეალურად უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რეზერვისტთა რიცხვი  მილიონს სცდება.

პრეზიდენტს განკარგულების შემდეგ, რუსული ახალგაზრდული ოპოზიციური მოძრაობა „გაზაფხული“ აუმხედრდა და რუსეთის მოქალაქეებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში