პროტესტი მობილიზაციას - რუსეთში დაკავებები გრძელდება

25 სექტემბერი 2022, 12:01 502 ნახვა

პუტინის მიერ  ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას, ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. საპასუხოდ კი რუსეთის ხელისუფლება მოქალაქეების დაკავებებს აგრძელებს.

ქუჩებში მობილიზებულია სპეცრაზმი.

ბოლო მონაცემებით რუსეთის 32 ქალაქში კიდევ 730 ადამიანი დააკავეს. მათ  შორის არიან ქალები და მედიის წარმომადგენლები. დაკავებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება.

სამხედრო მობილიზაციის თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეები ქვეყანას მასობრივად ტოვებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში