ირანში დაძაბულობა გრძელდება

25 სექტემბერი 2022, 14:17 656 ნახვა

35-მდე გარდაცვლილი და 1200-ზე მეტი დაკავებული  ადამიანი - ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება.

ქვეყნის 31 პროვინციაში უკვე 1 კვირაა 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას აპროტესტებენ, რომელიც მორალის პოლიციამ ჰიჯაბის „არასათანადო ტარების“ გამო დააკავა. ირანის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ  მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ზომებს მიიღებს.

ამასთან, ხელისუფლებამ ირანში ინტერნეტი გათიშა, მათი განცხადებით ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი მანამ არ აღდგება სანამ სიმშვიდე არ დაისადგურებს.

გარდა ირანისა, საპროტესტო აქციები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში