ხის მეჩეთები აჭარაში - ფოტო გამოფენა

26 სექტემბერი 2022, 14:31 553 ნახვა

ბულვარში, კოლონადებთან  ხის მეჩეთების გამოფენა მოეწყო. რეგიონში არსებული  მეჩეთების 30 ფოტო-მასალის ნახვა დამთვალიერებლებს  18 საათამდე შეუძლიათ.

გამოფენის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ღონისძიების მიზანია თვალხილული გახდეს ეროვნული ქარგის შეუმჩნეველი ნაწილი, რაც ასევე აჭარის ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს.  

ახალგაზრდულმა  რეგიონულმა სამოქალაქო საზოგადოება „სოლიდარობის თემმა“, მეჩეთებს მოვლა-პატრონობის საჭიროებიდან გამომდინარე, 16 სექტემბერს პეტიციით აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში