გასაუბრება აჭარის მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატებთან

29 სექტემბერი 2022, 17:34 668 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის  კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. ამ წუთებში მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო ირაკლი გიორგაძეს  უსმენს. იგი საბჭოს წევრებს მაუწყებლის განვითარების საკუთარ ხედვას აცნობს.

მრჩევლებმა უკვე მოუსმინეს აკაკი ბერიძესა და ნათია თავდგირიძეს. კანდიდატებს კონცეფციების წარსადგენად ნახევარი საათი აქვთ.

გასაუბრებები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ხვალ მრჩეველთა საბჭოს  ტელევიზიის  განვითარების საკუთარ ხედვასა და გეგმებს  მოქმედი დირექტორი გიორგი კოხრეიძე და დავით  ჩხარტიშვილი წარუდგენენ. კენჭისყრის პროცედურა ხვალვე გასაუბრებების დასრულების შემდეგ გაიმართება.

მაუწყებლის დირექტორად ასარჩევად კანდიდატს მრჩეველთა საბჭოს  5-დან მინიმუმ 3 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში