გასაუბრება აჭარის მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატებთან

29 სექტემბერი 2022, 20:03 941 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის  ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის  კანდიდატებთან  გასაუბრების პირველი ნაწილი დასრულდა.

მრჩეველთა საბჭომ დღეს 3 კანდიდატს - აკაკი ბერიძეს, ნათია თავდგირიძესა და ირაკლი გიორგაძეს მოუსმინა.  მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, კანდიდატებისგან  მაუწყებლის განვითარების  ხედვები მოისმინეს.

გასაუბრება კითხვა-პასუხის რეჟიმით თითქმის 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მეორე ნაწილი ხვალ ჩატარდება.

მრჩეველთა საბჭოს  მაუწყებლის განვითარების საკუთარ ხედვასა და გეგმებს  მოქმედი დირექტორი გიორგი კოხრეიძე და დავით  ჩხარტიშვილი წარუდგენენ. 

კენჭისყრის პროცედურა ხვალვე. გასაუბრებების დასრულების შემდეგ გაიმართება.

მაუწყებლის დირექტორობისთვის კანდიდატმა  მრჩეველთა საბჭოს  5-დან 3 წევრის მხარდაჭერა უნდა მიიღოს. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში