უკრაინელებმა ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს

02 ოქტომბერი 2022, 10:55 583 ნახვა

უკრაინაში ომი გრძელდება, ოკუპანტის თავდასხმების მიუხედავად  უკრაინა  წარმატებას აღწევს. უკრაინელმა ძალებმა ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს.  ქალაქის შესასვლელში უკვე უკრანული დროშა ფრიალებს.

ოკუპირებული ქალაქის გათავისუფლებას გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი. ლოიდ ოსტინი ოკუპირებული ქალაქის გათავისუფლებით აღფრთოვანებულია.

ლიმანის გათავისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც ერთი დღით ადრე  პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის  ოთხი რეგიონის ანექსია  გამოაცხადა.  ქალაქი ლიმანი ანექსირებული  დონეცკის რეგიონში მდებარეობს.

ლიმანს რუსეთი ოკუპირებული დონეცკის რეგიონის ჩრდილოეთში სამხედრო მოქმედებებისთვის ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო ცენტრად იყენებდა. 

უკრაინული ძალების მიერ ლიმანის დაკავება გასულ თვეში უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში ფრონტის ხაზზე მიღწეული ყველაზე დიდი წარმატებაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში