უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე უარი ოფიციალურად განაცხადა

04 ოქტომბერი 2022, 14:04 463 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებას აღარ გამართავს. 

პრეზიდენტ ზელენსკის განმარტებით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს არ გამართავს, სანამ მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ტერიტორიების, ასევე ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსიის გამო გააკეთა. 

ბრძანებულებები ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

30 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანებას დაჩქარებული წესით ითხოვს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში