ომის 225-ე დღე უკრაინაში

06 ოქტომბერი 2022, 11:00 525 ნახვა

უკრაინაში ომის 225-ე დღეა. ზაპოროჟიეში რუსული ძალების მიერ განხორციელებულ იერიშს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

გვიან ღამით ოკუპანტი ოდესისა და მიკოლაევის ოლქებს „კამიკაძე“ ტიპის დრონებით დაესხა თავს. შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის 6 დრონი ჩამოაგდეს. 

ოკუპანტებმა ხარკოვზე ირანული წარმოების დრონებით მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრში ხანძარი გაჩნდა. 6 ოქტომბრის მდგომარეობით, ომის დაწყების დღიდან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 61 330 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

ბრიტანეთის დაზვერვის ბოლო ცნობებით კი, უკრაინულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში კიდევ 20 კმ-ით წაიწიეს წინ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში