პუტინი სამხედრო პოლიგონზე ახალმობილიზებულთა წვრთნებს დაესწრო

21 ოქტომბერი 2022, 10:25 409 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი რიაზანში სამხედრო პოლიგონზე  მობილიზებული  ჯარისკაცების წვრთნებს დაესწრო  და  მათი პირადი მხარდაჭერის მიზნით სნაიპერული შაშხანიდანაც ისროლა.

პუტინს თან ახლდა თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მობილიზებულთა წვრთნების შესახებ ანგარიში ჩააბარა. 

სამხედრო პოლიგონს რუსეთის პრეზიდენტი მას შემდეგ ეწვია, რაც უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში