აჭარის ღია პირველობა შერეულ კრივში

12 დეკემბერი 2022, 10:58 431 ნახვა

ბათუმში გაიმართა აჭარის ღია პირველობა უძველეს ქართულ საბრძოლო ხელოვნება შერეულ კრივში, რომლის ორგანიზატორი აჭარის ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „დიჩინი“ იყო.

ტურნირში სხვადასხვა საბრძოლო მიმდინარეობის ექვსი კლუბი მონაწილეობდა. მათ შორის ბათუმის კიკბოქსინგის აკადემია, ჩოხატაურის კიკბოქსინგის კლუბი „ფირალები“, ბათუმის საბრძოლო ხელოვნების აკადემია, კლუბი „ბათუმი გოჯურიუ“, კლუბი „კავკასია“ და „ბათუმი დიჩინი“. შეჯიბრება სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.

სპორტის სასახლეში მისულმა გულშემატკივარმა ათი ფინალური ორთაბრძოლა იხილა. ტურნირის ორგანიზატორთა განცხადებით, დაკომპლექტდება აჭარის ნაკრები, რომელიც მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს. შეჯიბრება აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში